“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “პ“ პუნქტის, 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „პ“ პუნქტისა და 48–ე მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის იტალიელ ქველმოქმედს, ქართული კულტურის დიდ მოამაგეს – პაოლო დელ ბიანკოს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინება.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი